მთავარი » ფაილები » Filmebi

12 წლის ორსულის სიყვარულის ისტორია და ექიმები,რომლებიც გოგონას მშობიარობაზე უარს ამბობენ
[ სერვერიდან გადმოტვირთვა (3.2 Kb) · გადმოწერა წაშლილია (400x700) ] 2015-03-06, 7:12 AM
 
ჯაჯანიძის შოუში გახმაურებული სასიყვარულო სამკუთხედის გმირი 12 წლის ორსული, დედასთან ერთად ვიხილეთ. პატარა ნათიას გულახდილობამ - „იმიტომ გავთხოვდი, რომ მშობლებისგან მსმენია ყველაფერი ნაადრევი კარგიაო“, - ბევრი გაახალისა, ბევრიც დაასევდიანა.
ნათია სამ თვეში შვილს ელოდება, მისი 19 წლის ქმარი კი არასრულწლოვანთან თანაცხოვრებისთვის ციხეშია. 
12 წლის ორსული: „მეექვსე კლასი დავამთავრე და არდადეგებზე გავიცანით ერთმანეთი. მერე შეგვიყვარდა. სანამ ცოლად გავყვებოდი თვენახევარი დავდიოდით ერთად. ცოლს დაცილებული იყო როცა გავიცანი. ცოლად როცა გავყევი ჩემი ქმრის მშობლებმა ჩვეულებრივად მიგვიღო, არ იცოდნენ რამდენი წლის ვიყავი. ჩემმა მეუღლემ დაუმალა ხელი რომ არ შეეშალათ ჩვენთვის. თავიდან ჩემს ქმარს ვგრძნობდი რომ ვუყვარდი, ძალიან თბილად მექცეოდა, ბოლო ხანებში კი შეიცვალა, პრობლემები მქონდა დედამთილ-მამამთილთანაც. მერე ეს უსიამოვნება დედას შევატყობინე. თავიდან თავს ვიკავებდი, ოჯახი არ მინდოდა დამნგრეოდა.
ნათიას დედა:
ეს დიდი ტრაგედიაა, არა მარტო ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი სანათესაოსთვის. რატომ ჰგონია ხალხს, რომ მე ვარ ამაში დამნაშავე? რომელი ნორმალური დედა გაათხოვებდა 12 წლის გოგოს?“ - ამბობს ნათიას დედა, რომელსაც მანამდე პირველი შვილი 14 წლის ასაკში გაუთხოვდა. როგორც მისგან ირკვევა ამჯერად ახალმა პრობლემამ იჩინა თავი. 
„ასე როცა გახმაურდა ჩვენი ამაბავი, გურჯაანის საავადმყოფოში ექიმებმა მითხრეს, აღრიცხვაზე კი არის, მაგრამ უკვე ვერ მივიღებთ როგორც ჩვეულებრივ ორსულს და საბუთები წაიღეთო. ხვალ დაბარებული ვარ რომ საბუღთები ჩავიბარო“.
კატეგორია: Filmebi | დაამატა: bestboy | ტეგები: GeoMov.Ucoz.Com
ნანახია: 763 | რამოტვირთვები: 295 | რეიტინგი: 0.0/0
სულ კომენტარები: 0